среда, 21 апреля 2010 г.

გორის მე-10 საჯარო სკოლის პროექტი ,,მომავალი ჩვენია” მიზნად ისახავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და საქართველოში მაცხოვრებელი არაქართულენოვანი მოსახლეობისადმი, კერძოდ მარნეულის რაიონის სოფ.ალგეთის აზერბაიჯანელი მოსახლეობისადმი ქართული ენის შესწავლაში დახმარების გაწევას და ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციას.
ჩვენი სკოლის მეგობრობას მარნეულის რაიონის სოფ.ალგეთის #1 საჯარო სკოლის აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან 3 წელია ჩაეყარა საფუძველი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასკოლო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიჩვენი სკოლის პროექტით ,,ჩონგური საქართველოა სიმები ჩვენ ვართ ყველაო", პროექტის მონაწილე მოსწავლეების მონაყოლმა და მეგობრობამ აზერბაიჯანელ ბავშვებთან ჩვენც დიდი სურვილი გაგვიჩინა მათი გაცნობის და მომავალი ურთიერთობების გაგრძელების, რამდენადაც წინა პროექტის მონაწილე მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი უკვე სკოლას ამთავრებს, ჩვენ კი ახალ ურთიერთობების დამყარების და სკოლების პარტნიორობის დიდი სურვილი გვაქვს.ჩვენ, საზოგადოება ,,ბილიკის" საგრანტო კონკურსში მონაწილეობამ საშუალება მოგვცა ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელების... –ჩვენი მოსწავლეები მაისის თვეში ესტუმრებიან ალგეთელ ბავშვებს, კიდევ უფრო განამტკიცებენ 2007 წელს წამოწყებულ მეგობრობას და გაეცნობიან ქვემო ქართლის ისტორიულ მემკვიდრეობას.
პროექტის ხელმძღვანელი ნატო მოციქულაშვილი წევრები: აპოლონ ლოცულაშვილი, მელანო ფისაძე, ბექა ბალიაური და ნატო მოციქულაშვილი, ჩვენი პედაგოგის თამარ ჯოლბორდის რჩევა დარიგეგებით უკვე შევუდექით პროექტზე მუშაობას.

ჩვენ გავეცანით პროექტის მიზნებს, ამოცანებსა და სამუშაო გეგმას! დავაგროვეთ რა ძალიან დიდი მოვალეობები გადავწყვიტეთ იმწამსვე დაგვეწყო ზრუნვა, ჩვენი მოვალეობების მღალი დონით შესრულებაზე!


ჩვენ ასევე დიდი ხანი ვეძებდით ინფორმაციებს ქვემო ქართლის შესახებ! ქვემო ქართლის ღირშესანიშნაობებისა და მის ისტორიული ძეგლების მშვენებამ ბავშვები ძალიან მოგვხიბლა და დაგვაინტერესა! ამ ყველაფრის მოძიებაში დახმარება გაგვიწია ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა! ისინი გვეხმარებოდნენ,გვთავაზობდნენ სხვდასახვა მასალებსა სურათებსა და აღტაცებულები რჩებოდნენ ჩვენი ენთუზიაზმისა და მონდონების შემხედვარენი!

ბავშვებს ძალიან გაგვიხარდა ის ფაქტი რომ სამახსოვროების დამზადებაც მოგვიწევდა!(პროექტში მონაწილოებაც ძალიან დიდი სიხარული იყო)სამახსოვროების წყალობით ხომ ალგეთელ ბავშვებს აღარასოდეს აღარ დავავიწყდებოდით და რაღათქმაუნდა აღარც ჩვენი სკოლა დაავიწყდებოდათ!!!
,